თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსული ინფექციის გართულების გამო მეათეკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა, იუწყება გამოცემა "ნეტგაზეთი".
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ბათუმიდან თბილისში, კლინიკა „ევექსში“ გადმოიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
საქართველოში გასულ დღე-ღამეში 21 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დასაწყისიდან კორონავირუსმა 3.148 ადამიანი იმსხვერპლა.