Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მაგიტომ მოგიწიათ რვა ქმრის გამოცვლა...“ – სალომე გოგიაშვილი ბულინგის მსხვერპლი გახდა

© courtesy of Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი ტელეწამყვანის განცხადებას სოციალურ ქსელში განიხილავენ. ნახეთ რატომ არ ეთანხმებიან სალომე გოგიაშვილს.

ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ფიქრობს, რომ პირველ პაემანზე გოგომ არ უნდა ჭამოს. მისი თქმით, რაც უფრო კულტურულად მოიქცევა ქალი, ესთეტიკურად უფრო ლამაზი იქნება.

გადაცემაში „მენტალური ომები“ სალომემ ისიც აღნიშნა, რომ მას საკუთარი სტრატეგია აქვს და ფიქრობს, რომ თუ პირველი პაემანი ერთი ფინჯანი ყავით მოგვარდება, ბევრად უკეთესი იქნება. „მაქვს ნანახი, რას შვრებიან ხოლმე გოგონები, ჩასკდომაზე მაქვს ლაპარაკი“, – აცხადებს სალომე.

აღნიშნულმა განცხადებამ სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. სალომეს არ ეთანხმებიან და კომენტარებში წერენ, რომ ჭამა სირცხვილი არ არის.

„მთელი ევროპა პირველ პაემანზე ვახშამზე გადის და ესენი ნამცხვარს და ყავას ვერ გასცდნენ კიდე და ჭამის კომპლექსს“, „ანუ ჭამა „ტეხავს“? საპირფარეშოში რომ მოუნდეს, წარმოვიდგენ რა „გოიმობაა“, „გოგოებო მაგიტომ მოგიწიათ 8 ქმრის გამოცვლა, რომ სხვა ტიპს თამაშობდით და რეალურად სხვა ხართ და კიდევ აქეთ გვასწავლით სად ვჭამოთ და სად რა ჩავიცვათ? ხომ ხედავთ, რომ ეგ მეთოდი არ ამართლებს“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.

„ისე ლამაზად, გემრიელად ვჭამ და მსიამოვნებს. მე ისიც მაინტერესებს, თავად ის როგორ ჭამს, იქნება იცოხნება და უკულტუროა. მეც მინდა, რომ აინტერესებდეს ჩემი კვებითი გემოვნება. ჭამეთ, ლაზათიანად და სასიამოვნოდ წაკვნესებაც არ დაგავიწყდეთ მოწონების შემთხვევაში. ნუ იპრუწებით“, – წერს მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე.

ყველა ახალი ამბავი
0