თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთსა და აშშ–ს შორის სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების ხუთი წლით გახანგრძლივების შესახებ, იუწყება კრემლის პრეს–სამსახური.
შეთანხმების ვადა მიმდინარე წლის 5 თებერვალს იწურება. აშშ–ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შტატებისთვის ეს მომგებიანი არ არის და საჭიროა მისი გადახედვა ჩინეთის ჩართულობით. ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ემხრობა შეთანხმების ვადის გაგრძელებას ყოველგვარი დამატებითი პიობების გარეშე.
მხარეებმა 26 იანვარს ნოტები გაცვალეს, რაც აფიქსირებს სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებას. ამის შემდეგ ბაიდენსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მათ დაადასტურეს, რომ აპირებენ შეთანხმებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პროცედურის დასრულებას.
ყოველგვარი პირობის გარეშე: პუტინი СНВ-3-ის გახანგრძლივებაზე ინიციატივით გამოდის>>
„პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს „რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შესაბამისი კანონი ორი დღით ადრე მიიღო სახელმწიფო სათათბირომ და დაამტკიცა ფედერაციის საბჭომ.
შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ითვალისწინებს, რომ მისი მოქმედება ხუთი წლით – 2026 წლის 5 თებერვლამდე გახანგრძლივდება.
შეთანხმება სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ (СНВ-3) აშშ–სა და რუსეთს შორის 2011 წლის 5 თებერვალს ამოქმედდა. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს („ბოეგოლოვკა“) და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.