რესტორნებიდან გატანის სერვისს ვწყვეტთ: რას გეგმავს რესტორატორთა ასოციაცია

© Sputnik / Alexander Imedashviliდაკეტილი რესტორანი
დაკეტილი რესტორანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციები პერმანენტულად ტარდება.

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების პროტესტის ნიშნად თბილისში არსებული 86 რესტორანი 30 იანვარს ე.წ. გატანის სერვისს შეწყვეტს, განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ „პირველი არხის“ ეთერში. 

დაკეტილი რესტორნები და კაფეები - Sputnik საქართველო
რესტორატორთა ასოციაცია: მიყენებული ზარალის გამო რესტორნების უმეტესობა დაიკეტება

საქართველოში კორონავირუსის პანდემიისა და შემოღებული შეზღუდვების გამო სერიოზულად ბევრი სფერო დაზარალდა, თუმცა სარესტორნო და სასტუმრო სექტორები ფაქტობრივად განადგურების პირას აღმოჩნდნენ.

ბურჯანაძის განმარტებით, თუ რესტორნები დროულად არ გაიხსნება, ბიზნესის ეს სფერო საბოლოოდ ჩამოიშლება, ვინაიდან რესტორნის მეპატრონეთა დიდ ნაწილს დავალიანება დაუგროვდა.

„ლოკდაუნის გამო ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზე იმყოფება. ბიზნესი ფაქტობრივად გაკოტრებულია. ირგვლივ ტოტალური უმუშევრობა სუფევს, პრობლემების დაძლევის ქმედითი ნაბიჯები კი არ ჩანს. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ე.წ. გატანის სერვისით შეგვიძლია სარგებლობა. ამიტომაც პროტესტის ნიშნად ერთი დღით უარს ვაცხადებთ გატანისა და ონლაინ–სერვისებით სარგებლობაზე“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

როგორც ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, ამ რთულ პერიოდში სარესტორნო ბიზნესს სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. მისი თქმით, მოსალოდნელია 250 ათასამდე სამუშაო ადგილის დაკარგვა. 

კოვიდ-შეზღუდვების-საწინააღმდეგო აქცია - Sputnik საქართველო
რა შემთხვევაში შერბილდება კოვიდ-შეზღუდვები: ბიზნეს-სექტორთან შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის გამო ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სავაჭრო ობიექტების, რესტორნების, სასტუმროების მუშაობა შეზღუდულია, დახურულია სკოლები და ღამით – 21:00–05:00 საათებში ქუჩაში გადაადგილებაზე „კომენდანტის საათი“ მოქმედებს.

ამ დროისათვის მთავრობის გეგმებში კოვიდ-შეზღუდვების შერბილების დაწყებაა. კერძოდ, 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სავაჭრო ცენტრებისა და რესტორნების ამუშავება და სასწავლო პროცესის სკოლებში განახლება საქართველოს დიდ ქალაქებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დედაქალაქის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია – თბილისში შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით პერმანენტული აქციები არ წყდება.

მთავრობის განცხადებით, აღნიშნულ სამ ქალაქში შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდება და ერთი კვირის მანძილზე 4%-იან დონეს შეინარჩუნებს. თუ ვითარება დასტაბილურდება, მაშინ ტრანსპორტი და დაკეტილი ობიექტები დადგენილ ვადაზე ადრე განაახლებენ მუშაობას.

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე ბიზნესის წარმომადგენლებთან ეკონომიკური გუნდის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში არაერთხელ გაიმართა.  

ყველა ახალი ამბავი
0