ჟურნალისტები გელენჯიკის „სასახლეს“ ეწვივნენ და რეპორტაჟი გამოაქვეყნეს

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიგელენჯიკი
გელენჯიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის პრეს-მდივნის განცხადებით, გელენჯიკის სასახლე რამდენიმე ბიზნესმენს ეკუთვნის, თუმცა მან თავი შეიკავა მათი სახელების დაკონკრეტებისგან.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. სასახლე გელენჯიკში, რომელზეც ალექსეი ნავალნის პუბლიკაციაშია საუბარი, მშენებლობის ნულოვან ეტაპზეა, წერს „რია ნოვოსტი“ Telegram-არხ Mash-ის ჟურნალისტების რეპორტაჟზე დაყრდნობით.

„სასახლესთან მიმსვლელებს უჭიშკრო საპარადე შესასვლელი ხვდება — ის იქ უბრალოდ არ არის. არც ზამთრის სასახლის გვირგვინის სამეფო არწივის ასლია. ყველაფერი მშნებლობის ნულოვან ეტაპზეა“, — ნათქვამია მასალაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ჟურნალისტებს გელენჯიკში ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენელი ახლდა, რომელიც უკვე ექვსი წელია სასახლის მშენებლობას მეთვალყურეობს. კორესპონდენტებმა ნახეს 16 ერთნაირი ბეტონის სათავსო. ხოლო იქ, სადაც „გამოძიების“ თანახმად, თითქოს საჩილიმე მდებარეობს, სინამდვილეში მშენებლების ოთახია, სადაც გამოსაცვლელი ტანსაცმელი ინახება.

პოტენციური „ტალახის ოთახი“ ასევე მშენებლობის საწყის ეტაპზეა, ხოლო „აკვადისკოთეკას“ მშენებლები შადრევანს ეძახიან, რომელიც არ მუშაობს.

რეპორტაჟის კადრებში ჩანს სამშენებლო დაფები, ბეტონის ბლოკები, აურაცხელი სადენი და წარწერები: „როზეტები არ მუშაობს“.

„ირგვლივ უამრავი მუშაა. ყველა ნაბიჯზე მშენებელს შეხვდებით. სანამ სამფლობელოს ვათვალიერებდით, ბიჭები ბურღავდნენ, აჭედებდნენ და იმ საქმით იყვნენ დაკავებული, რაც ევალდებოდათ... სიმართლე თუ გინდათ, საკმაოდ მოსაწყენი იყო. ვერ მოვახერხეთ „იმ“ სასახლის ნახვა“, — ამბობს რეპორტაჟის ავტორი.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ უნახავს ფილმი გელენჯიკში მდებარე „სასახლის“ შესახებ, ვინაიდან საამისოდ დრო არ აქვს. თუმცა თანაშემწეების მიერ მიწოდებულ ვიდეონაკრებს გადახედა. მისი თქმით, „გამოძიებაში“ ნახსენები ქონებიდან მას არაფერი ეკუთვნის, არც მას და არც მის ნათესავებს.

პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, გელენჯიკის სასახლე რამდენიმე ბიზნესმენს ეკუთვნის, თუმცა კრემლი მათ სახელებს არ გაამჟღავნებს, რადგან ეს არაკორექტულია.

 

ყველა ახალი ამბავი
0