თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ბათუმში 35 წლამდე მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა პარასკევს დღისით მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ ექიმები და პოლიციელები. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, რომელსაც შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.