საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუსეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

© photo: GFF - Georgian Football Federation, 2019 საქართველოს ფუტსალის ნაკრები
საქართველოს ფუტსალის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 თებერვალს გაიმართება. მატჩს პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო მაყურებელი ვერ დაესწრება.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ეროვნულ ნაკრები მეორე ტურში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება.

ამ დროისათვის ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისში არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. ნაკრების ორი ლეგიონერი – ირაკლი თოდუა და ელისანდრო გუნდს მიმდინარე კვირის ბოლოს შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთთან შეხვედრისთვის:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომი-იუგრა“, რუსეთი), თორნიკე ბუკია („თსუ“, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია („თელასი-ჯორჯიანსი“, თბილისი).

საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
ფუტსალი: საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან მატჩი ფრედ დაასრულა

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა („აელი“, ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია („თელასი-ჯორჯიანსი“, თბილისი), ვახტანგ კეკელია („თელასი-ჯორჯიანსი“, თბილისი), ჯანიკო გიორგაია („თელასი-ჯორჯიანსი“, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე („ფ.კ.პეტროვ“, ლატვია), ბინიო („ოსასუნა მაგნა“, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია („რეალ ბეტისი“, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო („რეალ სან-ჯუზეპე“, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი („თელასი-ჯორჯიანსი“, თბილისი), თალეს ფეიტოსა („კანდოსო“, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე („კსუ“, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე („თსუ“, თბილისი), თეიმურაზ ექიზაშვილი („თელასი“, თბილისი ), რონინიო („ხერსონი“, უკრაინა).

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. საქართველომ ჯგუფში ერთი შეხვედრა უკვე გამართა. ჩვენმა ნაკრებმა 2020 წლის 8 დეკემბერს საფრანგეთთან დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 4-4 ითამაშა.

ფედერაციის ცნობით, პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო მატჩს მაყურებელი ვერ დაესწრება. შეხვედრაზე შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან მასმედიის წარმომადგენლები.

 

ყველა ახალი ამბავი
0