რუსეთში შეიქმნა ტესტ-სისტემა, რომელსაც კორონავირუსის მუტაციების ამოცნობა შეუძლია

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიტესტ-სისტემა
ტესტ-სისტემა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტესტს 40 წუთში შეუძლია გაარჩიოს საწყისი კორონავირუსი და მისი შტამები, აცხადებენ „როსპოტრებნადზორში“

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. რუსმა მეცნიერებმა შექმნეს ტესტ-სისტემა, რომელიც ადგენს ვირუსის ტიპს და საწყის COVID-19-ს მისი მუტაციებისგან განასხვავებს, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

გარდაუვალია: ჯანმო კორონავირუსის მუტაციას ბუნებრივ პროცესს უწოდებს - Sputnik საქართველო
გარდაუვალია: ჯანმო კორონავირუსის მუტაციას ბუნებრივ პროცესს უწოდებს

„ჩვენმა მეცნიერებმა ეპიდემიოლოგიის ცენტრალური სამედიცინო ინსტიტუტიდან შეიმუშავეს ახალი ტესტ-სისტემა, რომელსაც უკვე ნაცნობი ვირუსის მისი ახალი მუტაციებისგან გარჩევა შეუძლია“, - განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ დირექტორმა ანა პოპოვამ.

სიახლეს სარეგისტრაციოდ ამზადებენ, აღნიშნა პოპოვამ. ტესტის შედეგების გაგება გაკეთებიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი.

„ეს არის ჩვეულებრივი სისტემა PCR-ტესტირებისთვის. ის ჩატარდება ლაბორატორიაში არა ოთხი საათის განმავლობაში, არამედ არაუმეტეს 40 წუთამდე დროში“, - დაასკვნა პოპოვამ.

COVID-19-ის მუტაციები

გამალეის ცენტრის ვირუსოლოგ ვიქტორ ზუევის თქმით, ამ დროისათვის „ლამის 2000 მუტაციური ცვლილებაა“ აღმოჩენილი.

მათ შორის ყველაზე ცნობილია „ბრიტანული შტამი“, რომელიც, ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოს 70 ქვეყანაშია გავრცელებული. აქტიურად ვრცელდება ასევე „ბრაზილიური“ კორონავირუსი და სამხრეთ აფრიკული მუტაცია.

კორონავირუსის პანდემია ინგლისში - Sputnik საქართველო
რატომ აქვს ბრიტანულ შტამს ლეტალობის მომატებული დონე - ჯანმოს პასუხი

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვირუსებში მუტაციური ცვლილებები - ნორმალური მოვლენაა.

„ისინი (ვირუსები) ხვდებიან სხვადასხვა პირობებში, რომლებიც მათ ინტენსიურ გამრავლებას უწყობს ხელს. არსებობს ისეთი პირობები, რომლებიც, პირიქით, ხელს უშლიან ამას და მათში ვირუსი ნაკლებად პათოგენური და ნაკლებად კონტაგიოზური ხდება“, - განმარტა ზუევმა.

ამასთან, მუტაციების მიუხედავად, ვირუსის ანტიგენური სტრუქტურა არ შეცვლილა, ხაზგასმით აღნიშნა ვირუსოლოგმა. შესაბამისად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები თავის ეფექტურობას ახალი შტამების მიმართაც შეინარჩუნებენ.

ყველა ახალი ამბავი
0