გარდაუვალია: ჯანმო კორონავირუსის მუტაციას ბუნებრივ პროცესს უწოდებს

© REUTERS / POOLგარდაუვალია: ჯანმო კორონავირუსის მუტაციას ბუნებრივ პროცესს უწოდებს
გარდაუვალია: ჯანმო კორონავირუსის მუტაციას ბუნებრივ პროცესს უწოდებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმოში ირწმუნებიან, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს ვირუსის ახალი შტამების დაკვირვებას და მთელი მსოფლიოს მეცნიერებთან თანამშრომლობას

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის მუტაცია გაგრძელდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დააკვირდება მის ახალ ვარიანტებს, განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა მარია ვან კერკჰოვემ.

„კორონავირუსის მუტაციები გაგრძელდება, ეს ბუნებრივი პროცესია. თავად ვირუსზე ეს არსებით გავლენას არ ახდენს, მაგრამ ჩვენ ამ ვარიანტების შესწავლა უნდა განვაგრძოთ“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.

კოვიდ-ვაქცინის ტესტირება რუსეთში - Sputnik საქართველო
ეფექტურია ახალი შტამის მიმართაც: კომენტარი კოვიდ-ვაქცინის შემქმნელებისგან

კერკჰოვემ აღნიშნა, რომ ჯანმო  ვირუსის ახალი შტამების დაკვირვებას და მთელი მსოფლიოს მეცნიერებთან თანამშრომლობას განაგრძობს.

თავის მხრივ,  ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მომავალ წელს პლანეტას COVID-19-ის ახალ ვარიანტებთან დაპირისპირება მოუწევს. მან ასევე სახელმწიფოებს მოუწოდა, ახალი შტამების შესახებ მონაცემები ჯანმოს და სხვა ქვეყნებს ოპერატიულად გაუზიარონ.

დეკემბრის შუა რიცხვებში დიდ ბრიტანეთში კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. ის უფრო სწრაფად ვრცელდება, მეტად გადამდებია, თუმცა მედიკოსებს ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის უფრო მეტად საშიშია.

ყველა ახალი ამბავი
0