საქართველოში იაპონიის საელჩომ გადაუდებელი დახმარების ცენტრს ოთხი რეანიმობილი გადასცა

© Sputnik / Viktor Kaminskyრეანომობილები
რეანომობილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილები ოზურგეთის, ამბროლაურის, თელავისა და ზუგდიდის რაიონებში გადანაწილდება. რეანიმობილები პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოში იაპონიის საელჩომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ოთხი ახალი, მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო ინვენტარითაა აღჭურვილი, რაც პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს. ახალი რეანიმობილები საქართველოს ოთხ რაიონში – ოზურგეთში, ამბროლაურში, თელავსა და ზუგდიდში გადანაწილდება.

სასწრაფო დახმარების მანქანები - Sputnik საქართველო
სასწრაფო დახმარების სამსახურს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა

რეანიმობილების გადაცემის პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს, იაპონიის საელჩოსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ავტოპარკის განახლებაზე და ამისთვის დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად ვმუშაობთ. მიმდინარე წელს კიდევ 60 ერთეული მანქანის დამატებაა დაგეგმილი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა.

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იმამურა აკირას განცხადებით, ახალი რეანიმობილები სამედიცინო ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„რეანიმობილები შეამცირებს ლოდინის დროს და, შესაბამისად, სიცოცხლის რისკს. იმედი მაქვს, იაპონიის ეს მხარდაჭერა განტვირთავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სისტემას“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი გასულ წელს განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომელთა შორის 15 რეანიმობილი და 45 სასწრაფო დახმარების მანქანაა. ისინი თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა.

ყველა ახალი ამბავი
0