პუტინი 12 წლის განმავლობაში პირველად გამოვიდა სიტყვით დავოსის ფორუმზე

© photo: Sputnik / Mikhail Klementiev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ გლობალური კონფლიქტი, რომელიც ცივილიზაციის დასასრულის ტოლფასი იქნებოდა, შეუძლებელია

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 12-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოვიდა სიტყვით დავოსის მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში იმართება, იუწყება РИА Новости.

თანამედროვე მსოფლიოზე

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, იგი, ისევე როგორც ბევრი სხვა ექსპერტი, მიმდინარე სიტუაციას გასული საუკუნის 30-იან წლებს ამსგავსებს. პუტინმა აღნიშნა, რომ ამას შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ გლობალური გამოწვევებისა და პოტენციური საფრთხეების მასშტაბითა და სისტემური ხასიათით ძალაუნებურად იკვეთება პარალელები.

რუსეთისა და აშშ-ის სახელმწიფო დროშები - Sputnik საქართველო
აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედების ვექტორი იცვლება: ექსპერტის განმარტება

„ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტებისა და წინა მოდელების კრიზისს, სოციალური დაქსაქსვის გაძლიერებას... ეს, თავის მხრივ, იწვევს საზოგადოებრივი შეხედულებების მკვეთრ პოლარიზებას, პოპულიზმის, მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალიზმის, სხვა უკიდურესობათა პროვოცირებას, შიდა პოლიტიკური პროცესების გამწვავებასა და სისასტიკეს, მათ შორის, წამყვან ქვეყნებში“, - აღნიშნა მან.

ეს ყველაფერი გარდაუვლად აისახება საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომელთა შედეგად სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, გახშირებულია რეგიონული კონფლიქტები, დეგრადირებას განიცდის გლობალური უსაფრთხოების სისტემა, მიაჩნია პუტინს.

საზოგადოების პრობლემების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური პრობლემების ზრდა და უთანასწორობა საზოგადოებას ხლეჩს, ბადებს სოციალურ, რასობრივ, ეროვნულ აუტანლობას, თანაც ეს დაძაბულობა ისეთ ქვეყნებშიც კი იგრძნობა, რომელთაც, ერთი შეხედვით, მდგრადი სამოქალაქო და დემოკრატიული ინსტიტუტები აქვთ.

რუსეთისა და აშშ-ს დროშები - Sputnik საქართველო
შეთანხმება მიღწეულია: შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა СНВ-3-ის გაგრძელებაზე მოილაპარაკეს

„ვის ერგო შემოსავალი? მოსახლეობის ერთ პროცენტს. რა მოხდა დანარჩენების ცხოვრებაში? ბოლო 30 წელიწადში ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ნახევარზე მეტი მოქალაქე იყო სტაგნაციაში. განათლების, ჯანდაცვის მომსახურების ღირებულება კი იზრდებოდა. თანაც სამჯერ. მილიონობით ადამიანი მდიდარ ქვეყნებშიც კი საკუთარი შემოსავლების ზრდის პერსპექტივას ვეღარ ხედავს“, - აღნიშნა პუტინმა.

გლობალურ მსოფლიო კონფლიქტზე

„როგორც ცნობილია, მსგავსი პრობლემების მოგვარების უუნარობა XX საუკუნეში მეორე მსოფლიო ომის კატასტროფად შემობრუნდა. რასაკვირველია, ახლა ასეთი გლობალური, ცხელი კონფლიქტი, ვიმედოვნებ, პრინციპში შეუძლებელია. ამის დიდი იმედი მაქვს. ეს ცივილიზაციის დასასრული იქნებოდა“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის შეჯიბრი მსოფლიო ისტორიაში არ წყდებოდა, არ წყდება და არც არასდროს შეწყდება.

„მაგრამ გარდამტეხ მომენტებში ყველაზე მნიშვნელოვან, საბედისწერო მიმართულებებზე ცივილიზაციის ძალისხმევა ერთიანდებოდა. მე მიმაჩნია, რომ ახლა სწორედ ასეთი პერიოდია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

კლინტონმა ტრამპი პუტინთან კავშირში დაადანაშაულა: რატომ? - Sputnik საქართველო
კლინტონმა ტრამპი პუტინთან კავშირში დაადანაშაულა: რატომ?

კორონავირუსის შესახებ

პუტინი კორონავირუსის თემასაც შეეხო. მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაცია დღეს, პირველ რიგში, განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი, მაშინ როცა ასობით მილიონი ადამიანი პლანეტაზე მოკლებულია მსგავსი დაცვის იმედსაც კი. პრაქტიკული თვალსაზრისით, ასეთი უთანასწორობა შეიძლება წარმოადგენდეს საერთო საფრთხეს, ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტმა.   

„მსოფლიო საზოგადოებრიობამ უნდა შექმნას პირობები მეცნიერების, სპეციალისტების ერთობლივი მუშაობისთვის, რათა გაიგოს, რატომ და როგორ მიმდინარეობს, მაგალითად, კორონავირუსის მუტაცია, რით განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა შტამი“, - დაასკვნა პრეზიდენტმა.

ყველა ახალი ამბავი
0