შეთანხმება მიღწეულია: შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა СНВ-3-ის გაგრძელებაზე მოილაპარაკეს

© AP Photo / Ivan Sekretarevრუსეთისა და აშშ-ს დროშები
რუსეთისა და აშშ-ს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთანხმება СНВ-3, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ხოლო ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ვაშინგტონი დაეთანხმა მოსკოვის პირობებს სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმების (СНВ-III) გახანგრძლივების თაობაზე, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

„ჩვენი პირობებით: ხუთი წლის განმავლობაში წინასწარი პირობების, ნებისმიერი დამატებისა და რაიმე „დანამატის“ გარეშე“, — უთხრა მან ჟურნალისტებს.

სამშაბათს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს — ჯოზეფ ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორივე ლიდერი კმაყოფილი დარჩა ნოტების გაცვლით СНВ-III-ის გახანგრძლივების შესახებ.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
ყოველგვარი პირობის გარეშე: პუტინი СНВ-3-ის გახანგრძლივებაზე ინიციატივით გამოდის

თეთრი სახლის მონაცემებით, ბაიდენმა და პუტინმა ადმინისტრაციების თანამშრომლებს სწრაფი მუშაობის განკარგულება მისცეს, რათა შეთანხმების გაგრძელება 5 თებერვლამდე მოესწროს, რა დროსაც შეთანხმების მოქმედების ვადა იწურება.

შეთანხმება СНВ-3, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ხოლო ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს („ბოეგოლოვკა“) და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.

„მეორე რეიკიავიკი“: გორბაჩოვი აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს რჩევას აძლევს

გარდა ამისა, შეთანხმება ავალდებულებს მოსკოვსა და ვაშინგტონს, გაცვალონ ინფორმაცია ქობინების რაოდენობასა და მათ მზიდებზე წელიწადში ორჯერ.

2018 წლის 5 თებერვალი იყო უკიდურესი ვადა, რა დროისთვისაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს СНВ-3-ის შეთანხმებაზე საკონტროლო მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ. შეთანხმებას ვადა 2021 წლის 5 თებერვალს გასდის. ტრამპის ადმინისტრაცია სხვადასხვა პირობებით მოითხოვდა მოლაპარაკებებში პეკინის ჩართვას ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმების შესამუშავებლად. ჩინეთი ამგვარ იდეას არ ეთანხმება.

 

ყველა ახალი ამბავი
0