ამწვავებს ამინდის ცვალებადობა: ექიმმა დაასახელა დაავადებები

CC BY 2.0 / Alexander Raths / Senior woman with a hearing aidექიმი და სმენადაქვეითებული პაციენტი
ექიმი და სმენადაქვეითებული პაციენტი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირკვევა, რომ ამინდის ცვლილებაზე ფაქტობრივად ყველა ადამიანის ორგანიზმი რეაგირებს, თუმცა გარკვეული დაავადებების მქონეებს გართულებები ეწყებათ.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. არსებობს გარკვეული დაავადებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადამიანებმა ამინდის ტემპერატურული ცვლილების დროს შესაძლოა თავი ცუდად იგრძნონ, აცხადებს თერაპევტი ლუდმილა ლაპა.

Пандемия коронавируса COVID 19 - реаниматологи во Франции - Sputnik საქართველო
ექიმი კატეგორიულად გაფრთხილებთ: აუცილებლად გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება, თუ...
„რისკ-ჯგუფებია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები, ინფარქტ- და ინსულტ-გადატანილები, ბრონქული ასთმით, ქრონიკული ბრონქიტით, ტონზილიტით, რინიტით დაავადებულები. ყველა ეს დაავადება მწვავდება სწორედ მაშინ, როცა ამინდი იცვლება“, — თქვა ლაპამ.

მისი განმარტებით, ასეთი რამ — რეაქცია ამინდის ცვლილებაზე ფაქტობრივად ყველა ადამიანში ხდება, თუმცა ჯანმრთელებში ეს პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ხოლო ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს სხვადასხვა გართულებები უვითარდებათ.

როგორც ლუდმილა ლაპა აცხადებს, დაავადებები ადამიანის სიხლძარღვთა სისტემის ტემპერატურის ცვალებადობაზე რეაქციის გამო მწვავდება. ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა დანიშნულება მიიღოთ და გარკვეული თერაპიული კურსი ჩაიტაროთ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0