თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. არის შემთხვევები, როდესაც არტერიული წნევის მატების გამო პაციენტები სასწრაფო დახმარებას არ იძახებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია, აცხადებს კარდიოლოგი სერგეი ივანოვი.
მისი თქმით, არსებობს პირობები, როდესაც ექიმის დახმარება წნევის პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაუდებლად აუცილებელია.
კარდილოგის განმარტებით, სასწრაფო უნდა გამოიძახოთ, თუ მედიკამენტების მიღებიდან საათ-ნახევრის გასვლის შემდეგაც კი წნევა კი არ მცირდება, არამედ, პირიქით, მისი გაზრდის ტენდენცია შეინიშნება.
„ამ სიტუაციაში საჭიროა სწრაფი ჩარევა და არტერიული წნევის შესამცირებლად უფრო აგრესიული თერაპია“, — აღნიშნავს ივანოვი.
გარდა ამისა, ექიმი მოგიწოდებთ, გამოიძახოთ სამედიცინო დახმარება, თუ გულის არეში ტკივილი მედიკამენტების მიღებიდან თხუთმეტი წუთის განმავლობაში არ გაქრება.
- „ამ დროს ყოველთვის არის ეჭვი მიოკარდიუმის ინფარქტზე, ამიტომაც მოქმედებს „ოქროს ნახევარი საათის“ წესი“, — აღნიშნავს ის.
ექიმი გაფრთხილებთ, რომ ლოდინის ზედმეტი ოცდაათი წუთი მნიშვნელოვნად გააუარესებს პაციენტის მდგომარეობას.