სტატისტიკა: რამდენი მედიკოსი გარდაიცვალა 2020 წელს კორონავირუსის გამო საქართველოში

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიექიმები რეანიმაციაში
ექიმები რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 254 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა და აქედან 6 პროცენტი – სამედიცინო პერსონალია.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის გართულებების გამო საქართველოში 2020 წელს სამედიცინო სფეროში მომუშავე 62 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ინფიცირებული მედიკოსების 0,4%-ია, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში „ერთი წელი COVID-19-თან ერთად“.

გარდაცვლილთაგან 31 ქალია და 31 მამაკაცი. რაც შეეხება გარდაცვლილი მედპერსონალის ასაკს, სტატისტიკა ამგვარია:

რაოდენობა ასაკი
2 30-39
3 40-49
9 50-59
30 60-69
18 70+

კორონავირუსის გამო გარდაცვლილი მედიკოსებიდან 24 სტაციონარული განყოფილების თანამშრომელი იყო, 16 – კოვიდ–კლინიკისა და რეანიმაციის, 10 – პირველადი ჯანდაცვის, 5 – სასწრაფო დახმარების სამსახურის, 2 – საკარანტინო სივრცის პერსონალი, 1 – დიალიზის პაციენტების მომსახურების პერსონალი, 1 – PCR–ლაბორატორიის თანამშრომელი, 1 – ფსიქიატრიული განყოფილების თანამშრომელი და 1 – ეპიდემიოლოგი.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: ინფიცირების შემთხვევები ქალებსა და მამაკაცებში – კვლევა

სხვადასხვა თანმდევი ქრონიკული დაავადება (ყველაზე ხშირად კარდიოვასკულარული დაავადებების სახით) ჰქონდა 24 გარდაცვლილ პირს (38,7%).

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 254 822 შემთხვევა გამოვლინდა და აქედან 6 პროცენტი – სამედიცინო პერსონალია. ინფიცირებული მედპერსონალიდან 72% იყო სტაციონარული განყოფილებების, ცხელების კლინიკების, რეანიმაციისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელი.

ინფიცირებულთა შორის 80% ქალია და 20% – მამაკაცი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყველაზე ხშირად ავადმყოფობდა ყველაზე შრომისუნარიანი ჯგუფი – 30–70 წლამდე ასაკის. ინფიცირებული მედპერსონალის 65% თბილისის, იმერეთისა და აჭარის მცხოვრებია.

საქართველოში ონლაინ–კლინიკების რაოდენობა გაიზარდა – ჯანდაცვის უწყება>>

31 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების მაჩვენებელი 94%-ს აღწევს, გარდაიცვალა 1,1%, მკურნალობას განაგრძობს 4,9%. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0