ფიტნეს–კლუბები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

© Sputnik / Alexander Imedashviliფიტნეს–ცენტრი
ფიტნეს–ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტულ–გამაჯანსაღებელი სექტორის წარმომადგენლები პანდემიის პერიოდში შემოსავლის წყაროს გარეშე, ფინანსური ვალდებულებების წინაშე პირისპირ დარჩნენ.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თბილისის სპორტულ–გამაჯანსაღებელი კლუბების ხელმძღვანელები მთავრობას თხოვნით მიმართავენ, რომ მან გადახედოს სპორტისა და დასვენების სექტორის ფინანსურ და საგადასახადო ვალდებულებებს.

დაკეტილი კაფე–რესტორნები თბილისში - Sputnik საქართველო
სრული კრახის ზღვარზე – ქართველი რესტორატორები განგაშს ტეხენ

კერძოდ, სპორტულ–გამაჯანსაღებელი კლუბების დამფუძნებლები სექტორის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლებას, ასევე სესხებისა და სალიზინგო ვალდებულებების სუბსიდირებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ამ ეტაპისთვის, როდესაც ფაქტობრივად ერთი წელია არ ფუნქციონირებენ, დრამატულად შემცირებულია შემოსავლები და დაგროვილია დავალიანებები. სამწუხაროდ, კომპანიებს არ გააჩნიათ რესურსი საიმისოდ, რომ შეძლონ სასესხო ვალდებულებებისა და გადასახადების გადახდა.

„ჩვენ მიერ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მიმდინარე კრიზისის პირობებში ჯერჯერობით არ მომხდარა ჩვენი ინდუსტრიისთვის ფინანსური და საგადასახადო შეღავათების დაკმაყოფილება“, – ნათქვამია ბიზნესის ამ სექტორის წარმომადგენელთა მიმართვაში.

სპორტულ–გამაჯანსაღებელი სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დარჩნენ შემოსავლის წყაროს გარეშე და მხოლოდ თავიანთი ფინანსური ვალდებულებების პირისპირ – სექტორმა დამატებითი ხარჯები გაიღო, რათა შეესრულებინა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციები.

კორონავირუსის ეპიდემია თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისის მერიის დახმარების პროგრამები 2021 წელს - რა უნდა იცოდეთ

„რეგულაციების გათვალისწინებით, შეზღუდული გვქონდა კლუბებში დასაშვები ადამიანების რაოდენობა, სოციალური დისტანციის შესანარჩუნებლად აღმართული გვქონდა დამცავი ბარიერები, გადალაგებული გვქონდა ინვენტარი, გამოტოვებით დალუქული გასახდელები, ჯგუფურ ვარჯიშებზე დასასწრებად ვმუშაობდით წინასწარი ჩაწერით და გაძლიერებული გვქონდა დასუფთავებისა და დეზინფექციის პროტოკოლები“, – აღნიშნულია მიმართვაში.

სპორტულ–გამაჯანსაღებელი კლუბების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის ყველა ეტაპზე ისინი მთავრობის მიერ განსაზღვრულ დადგენილებებს იცავდნენ.

„ჩვენ ვიცავთ დაწესებულ რეგულაციებს, მივყვებით დადგენილ წესებს, თუმცა ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია სფეროს გადარჩენა და მისი სტაგნაციის თავიდან არიდება მხოლოდ საკუთარი ძალებით“, – აცხადებენ სექტორის წარმომადგენლები.

COVID-19-თან ბრძოლა და მოსახლეობის დახმარება: რაზე დახარჯავს მერია თანხებს>>

სპორტ–კლუბების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ არსებულ ვითარებაში ადამიანები ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა დაუბრუნდნენ, განიმტკიცონ იმუნიტეტი ფიზიკური აქტივობის საშუალებით.

ყველა ახალი ამბავი
0