ექს-პრეზიდენტმა ახალი პარტიის დაარსება გადაიფიქრა

© AFP 2024 / SAUL LOEBდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალის დაარსებას აპირებდა, რაზეც მომხრეებთან უკვე იმსჯელა კიდეც.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაიფიქრა ქვეყანაში მესამე ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომელიც დემოკრატებსაც გაუწევდა კონკურენციას და რესპუბლიკელებსაც, იუწყება ტელეარხი Fox News.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
„პატრიოტული პარტია“: ტრამპი ახალი პარტიის შექმნას გეგმავს

​მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა თავის მომხრეებთან ახალი პარტიის შექმნის იდეა განიხილა, რომლისთვისაც სახელად „პატრიოტული პარტიის“ დარქმევას აპირებდა.

ტრამპის შტაბის მრჩევლის ჯეისონ მილერის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა „ნათლად მიანიშნა“, რომ საკუთარ ძალებს რესპუბლიკელების დახმარებისკენ მიმართავს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში 2022 წლის არჩევნებზე.

თავის მხრივ, გაზეთ New York Times-ის კორესპონდენტი მეგი ჰებერმანი საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ ტრამპს იდეა გადააფიქრებინეს.

როგორც პოლიტოლოგები აღნიშნავენ, ახალი პარტიის დაარსებით ტრამპს შეუძლია ზიანი მიაყენოს რესპუბლიკურ პარტიას, რომლის გარკვეულ წევრებთან უთანხმოება ჰქონდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ხალხს 6 იანვრის არეულობისკენ უბიძგა, რა დროსაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და შეეცადნენ ხელი შეეშალათ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებისთვის. აღნიშნული არეულობების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0