„პატრიოტული პარტია“: ტრამპი ახალი პარტიის შექმნას გეგმავს

© AFP 2024 / MANDEL NGANდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებას აპირებს, რასაც რესპუბლიკელები, დიდი ალბათობით, წინააღმდეგობას გაუწევენ

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, რომლის უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს იწურება, ბოლო დროს თავის მომხრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესაძლებლობა განიხილა, იუწყება The Wall Street Journal-ი.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპის შეწყალების აქტში ორი ცნობილი რეპერი მოხვდა

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტრამპს ახალი პოლიტიკური გაერთიანებისთვის  „პატრიოტული პარტიის“ დარქმევა სურს.  

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპს თანაპარტიელებთან უთანხმოება აქვს მას შემდეგ, რაც რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, აშშ-ს სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ხალხს 6 იანვრის არეულობისკენ უბიძგა, რა დროსაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და შეეცადნენ, ხელი შეეშალათ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებისთვის. აღნიშნული არეულობების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დონალდ ტრამპს ახალი პარტიის ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებსა და დროს უკავშირდება. WSJ-ის ცნობით, პრეზიდენტს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს, რომელთა ნაწილი არ იყო ჩართული რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკაში მანამ, სანამ ის ქვეყნის სათავეში არ მოვიდა 2016 წელს.

ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ მესამე პარტიის შეექმნის ნებისმიერი მცდელობა დიდი ალბათობით გადააწყდება რესპუბლიკელთა მხრიდან წინააღმდეგობას.

ყველა ახალი ამბავი
0