თბილისში ათასობით ოჯახი 24 საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება

© photo: Sputnik / Stringerსარემონტო სამუშაოები თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე
სარემონტო სამუშაოები თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩატარებული სამუშაოები ისნისა და ჩუღურეთის რაიონებს, ასევე ვაზისუბნის დასახლებას ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფს

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. თბილისში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgian Water and Power) 26-27 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს, რის გამოც ზოგიერთ აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც თბილისში 40 000-ზე მეტ აბონენტს სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

სემეკი - Sputnik საქართველო
თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობას წყლის ტარიფი გაუძვირდა

„წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოხდება  ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე  დამონტაჟდება  ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას  წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჩატარებული სამუშაოები ისნისა და ჩუღურეთის რაიონებს, ასევე ვაზისუბნის დასახლებას ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, რაც ამ ადგილებში წყალმომარაგების შეზღუდვას შეამცირებს.

ტექნიკური სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

26 იანვრის 12:00 საათიდან 27 იანვრის 12:00 საათამდე ჩუღურეთის რაიონში: მეუნარგიას, ქურდიანის, ჩიქობავას, ფიროსმანის, დადიანის ქუჩები - N1-39 და N2, თევდორე მღვდლის ქუჩა N1-13 და N2-14, სადგურის მოედანი, თამარ მეფის გამზირი, კლდიაშვილი, მარჯანიშვილი, წინამძღვრიშვილი, მამარდაშვილი, ხიმშიაშვილი, გოცირიძე, კონსტიტუციის და მიმდებარე ქუჩები.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: წყლის გაზრდილ ტარიფს სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო სრულად დაუფარავს

27 იანვრის 12:00 საათიდან 28 იანვრის 12:00 საათამდე ჩუღურეთის რაიონში შეწყდება წყალმომარაგება: ივერთუბნის დასახლება, ხუდადოვის ქუჩა - N173 (სამხედრო დასახლება), ტყეკულტურის ქუჩა, მახათას აღმართი, ალავერდი, თუმანიშვილი-წერეთელი, კანდელაკის, მერი შერვაშიძის, ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების, ივერთუბნის, ბეთაშვილის, ჟორდანიას, ყუბანეიშვილის, პაპავების, ჯორჯაძის, ადამიას, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, კვარაცხელიას, ჭიპაშვილის, რეხის I, II, III ქუჩებს ზაზიშვილის მე-3 შესახვევს, სოლომონ ქურდიანის 1 შესახვევს, აფხაზეთის ქუჩის შესახვევს, სარკინეთის, ტყეშელაშვილი, მანგლისის, წყაროს და მარუაშვილის ქუჩებს. ნაძალადევის რაიონში: უიარაღოს, წრომის, კელაპტრიშვილის, ნოსტეს, კახიანის, მუშათა, ძმობის I, ძმობის II, ღუდუშაურის, ასათიანის, წაღვერის, კისისხევის, ქებურიას, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის ქუჩებს, მესხის, გ. ასათიანის 1-ელ შესახვევს.

ტექნიკური სამუშაოების შემდეგი ეტაპი 4 თებერვალსაა დაგეგმილი, რომლის დეტალებს კომპანია 2 თებერვალს გამოაქვეყნებს.

ყველა ახალი ამბავი
0