გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა

© Sputnik / STRINGERსაცობები გზაზე
საცობები გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

თოვლი ხულოში - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: სად მოქმედებს შეზღუდვები?

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით განხორციელდება.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 11 იანვრიდან ამ დრომდე აკრძალული იყო. აღნიშნულ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყო.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0