ვითარება საქართველოს გზებზე: სად მოქმედებს შეზღუდვები?

© Sputnik / STRINGERთოვლი ხულოში
თოვლი ხულოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე რთული ვითარება მაღალმთიან აჭარაშია, სადაც თოვლის სიმაღლე ცალკეულ ადგილებში ერთ მეტრს აღწევს.

 

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik.  მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურისა და თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათური–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1–52 კილომეტრზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. 

აჭარაში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან - ვიდეო - Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევები გზებზე: აჭარაში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან - ვიდეო

მესამე დღეა მაღალმთიან აჭარაში თოვს. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარი  80 სმ–ს აღწევს, ქედაში კი თითქმის 1 მეტრია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები, თითქმის 24–საათის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა დაუბრკოლებლად ხორციელდება. ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით გადაადგილების შემთხვევაში კი დეპარტამენტი მძღოლებს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

დიდთოვლობამ მთიან რაიონებს პრობლემები შეუქმნა. შუახევის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შეზღუდვები მოქმედებს  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზეც, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა დაშვებულია გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0