„ჩვენც გვაქვს გული“: გამტაცებლებმა ავადმყოფ ქალს მანქანა დაუბრუნეს

© Sputnik / Alexander Imedashviliნიშანი პარკირებაზე
ნიშანი პარკირებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ მანქანაში ქურდების მიერ დატოვებული წერილი აღმოაჩინა, რომლითაც ისინი ბოდიშს უხდიდნენ დაზარალებულს

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. იტალიელმა კარაბინერებმა ქალაქ ბარის საავადმყოფოს პარკინგიდან მოპარული მანქანა იპოვეს, რომელშიც გამტაცებლებს საბოდიშო წერილი ჰქონდათ დატოვებული, იუწყება La Gazzetta.

დედოფალი ელიზაბეტ მეორე - Sputnik საქართველო
ელისაბედ II-ის მსახური ქურდობაში გამოტყდა: მოპარულია 100 ათასი გირვანქა სტერლინგის ნივთები

გავრცელებული ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებში 56 წლის მარია ელენა დამიანის ქალიშვილმა რიტამ Facebook-ში დაწერა, რომ მოპარული მანქანა გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო მისი დედისთვის, რომელიც გაფანტული სკლეროზითაა დაავადებული. ირკვევა, რომ ავტომობილი Fiat Doblò ადაპტირებული იყო უნარშეზღუდული ქალისთვის სამართავად და ასევე აღჭურვილი იყო პანდუსითა და ინვალიდის ეტლით.

„გულზე ხელი დაიდეთ და დაგვიბრუნეთ ავტომობილი“, — წერდა ავადმყოფი ქალის შვილი სოციალურ ქსელში.  

მისი პოსტი მალე მეტად პოპულარული გახდა და, როგორც ჩანს, გამტაცებლებამდეც მიაღწია. რამდენიმე დღის შემდეგ ბარის გარეუბანში ერთმა მამაკაცმა მისი სახლის წინ გაჩერებული ავტომობილი შენიშნა და კარაბინერები გამოიძახა. მანქანის წინა სავარძელში მათ ბოროტმოქმედების გზავნილი აღმოაჩინეს.

  • „ჩვენც გვაქვს გული. გვაპატიეთ, თქვენი პათოლოგიის შესახებ არ ვიცოდით“, — წერდნენ ისინი.

დამიანების ოჯახმა, ამბის ბედნიერი დასრულების შემდეგ, თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იწყებდნენ ინვალიდთათვის ავტომობილის შესაძენად თანხის შეგროვებას. ამ თანხას ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0