თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სამეფო კარის მსახურმა, რომელიც ბუკინგემის სასახლიდან რამდენიმე ნივთის მოპარვის ეჭვის გამო იყო დააკავებული, დანაშაული აღიარა, წერს გაზეთი Daily Mail.
ლონდონის პოლიციამ სამეფო კარის მსახური, 37 წლის ადამო კანტო აგვისტოში დააკავა. გამოცემის ცნობით, მან დედოფალ ელისაბედ II-ის რეზიდენციდან 100 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების რამდენიმე ნივთი მოიპარა, რომელთა ნაწილი ინტერნეტ-აუქციონ eBay-ზე გაყიდა.
Queen's servant, 37, admits stealing items worth £100,000 from Buckingham Palace https://t.co/Y6fXSixjpj
— Daily Mail U.K. (@DailyMailUK) December 1, 2020
მას შემდეგ, რაც კანტომ ქურდობა აღიარა, ოლქის მოსამართლემ ის სპეციალური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და განაჩენის გამოტანის მიზნით საქმე სხვა სასამართლოს გადაუგზავნა. მამაკაცი გააფრთხილეს, რომ მას შეიძლება პატიმრობა მიესაჯოს.
გამოცემის ინფორმაციით, კანტოს მიერ მოპარულ რელიკვიებს შორისაა ბანის ორდენის რაინდის მედალი და ასევე სამეფო ვიქტორიანული ორდენის კავალრის მედალი.
გარდა ამისა, კანტომ აღიარა, რომ მან ასევე მოიპარა პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის ავტოგრაფებიანი ფოტოები, ასევე ალბომი, რომელიც სამეფო კარზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს გადაღებული ფოტოებისგან შედგებოდა.
აღინიშნება, რომ ადამო კანტო ნივთებს იპარავდა სასახლის მაღაზიიდან, პერსონალის კარადებიდან, თეთრეულის ოთახიდან, Royal Collection-ის ბილეთების სალაროდან, სამეფო გალერეის მაღაზიიდან და იორკის ჰერცოგის საცავიდან.
ბუკინგემის სასახლეში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.