რა ასაკამდე იზრდება ადამიანი და როგორ გამოვთვალოთ მოსალოდნელი სიმაღლე: მარტივი ფორმულა

CC BY 2.0 / woodleywonderworks / measuringსიმაღლეში გაზომვა
სიმაღლეში გაზომვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის ზრდა მხოლოდ გენებით არ განისაზღვრება — ის დამოკიდებულია სხვა არაერთ ფაქტორზეც

რომელ წლამდე იზრდება სხეულის სიგრძე და რა უწყობს ხელს ამას, კონსორციუმ GIANT–ის (Genome-wide Investigation of ANthropometric Traits — „ანთროპომეტრიულ მახასიათებლებზე მოქმედი გენეტიკური ფაქტორების ძიება“) სპეციალისტები საუბრობენ.

მათი თქმით, თუ რამდენად იზრდება ადამიანი, დამოკიდებულია გენეტიკაზე, ცხოვრების წესზე, რაციონზე, კლიმატსა და გარემო პირობებზე. ასევე გავლენას ახდენს სტრესი, ძილის ნაკლებობა, დაავადებები, ფიზიკური აქტივობა და მზის გამოსხივების დონე.

სისხლის ანალიზის ჩაბარება - Sputnik საქართველო
გენეტიკის კანონები: რომელი ჯგუფის სისხლი უნდა ჰქონდეს ბავშვს, თუ...

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ადამიანის ზრდის პროცესი დაახლოებით 25 წლის ასაკში ჩერდება.

რომელ წლამდე იზრდებიან გოგონები?

გოგონებში ყველაზე აქტიური ზრდა ხდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში:  იწყება 10-11 წლის ასაკში და მთავრდება 16-18 წლის ასაკში.

რომელ წლამდე იზრდებიან ბიჭები?

ბიჭებისთვის ყველაფერი ცოტა განსხვავებულია. მათი სქესობრივი მომწიფება იწყება უფრო გვიან. ამიტომ 14 წლამდე მათი სიმაღლე, ჩვეულებრივ, უფრო ნაკლებია. ამის შემდეგ იწყება აქტიური განვითარების ეტაპი, რომელიც გრძელდება 18 წლამდე. ამ დროის განმავლობაში, როგორც წესი, მოზარდები თანატოლ გოგონებს სანტიმეტრებით უსწრებენ.

ზრდის პერიოდები, ან რატომ არის ერთი უფრო მაღალი მეორეზე

როდესაც ბავშვი იბადება, მისი სიმაღლე ჩვეულებრივ 46-დან 55 სმ-მდე მერყეობს, შემდეგ სხეულის სიგრძე თანდათან იზრდება. პირველი წლის ბოლოს ბავშვის სიმაღლემ შეიძლება 70-80 სმ-მდე მიაღწიოს. ეს პირველი გაჭიმვის პერიოდად მიჩნევა.  

წელის გარშემოწერილობის გაზომვა - Sputnik საქართველო
გენეტიკური სეტ-პოინტი: გამოთვალეთ კოდირებული იდეალური წონა

შემდეგ იწყება დამრგვალების ეტაპი — ზრდა ნელდება დაახლოებით 3 წლამდე. შემდეგი ნახტომი 5-7 წლის ასაკში ხდება, როდესაც სხეულის სიგრძე წელიწადში 5-10 სმ-ით იზრდება. ამის შემდეგ კი პროცესი კვლავ ნელდება.

ყველაზე აქტიური ზრდა სქესობრივი მომწიფების პერიოდში მიმდინარეობს და მას გაჭიმვის მესამე მონაკვეთს უწოდებენ. მომდევნო წლებში სხეულის საბოლოო ზომები ფორმირდება.

ამ პროცესზე პასუხისმგებელი გენები ბავშვს მშობლებისგან გადაეცემა და უმეტესწილად, სწორედ  მათზეა ზრდა დამოკიდებული.

თუ რა სიმაღლის შეიძლება იყოს საბოლოოდ ბავშვი, ამის გამოსათვლელად საჭიროა: მიუმატოთ ერთმანეთს დედისა და მამის სიმაღლე, შემდეგ მიღებული რიცხვი გაყოთ ორზე და, თუ გოგონას სიმაღლეს ანგარიშობთ, 6,5 სმ გამოაკლოთ, ხოლო თუ ბიჭისას — პირიქით, მიუმატოთ.

რა უწყობს ხელს ადამიანის ზრდას

ნორჩ ასაკში ცუდი კვება, სტრესი, დაავადება და ძილის ნაკლებობა სიმაღლის სანტიმეტრებს ამცირებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა მიიღოს ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალური ნივთიერება, იცხოვროს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით. რაციონი გაჯერებული უნდა იყოს ცხიმებით, ცილებით, უჯრედისითა და დაბალი გლიკემიური ინდექსის ნახშირწყლებით.

ორგანიზმი ძირითადად ღამით იზრდება. ამიტომ ბიჭებსაც და გოგონებსაც ღამის განმავლობაში სჭირდებათ მინიმუმ 8 საათიანი ძილი. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ზრდას წყვეტს, ზოგ შემთხვევაში გაწელვითა და შესაბამისი ვარჯიშებით სიმაღლეში 1-2 სმ-ს მომატება შეიძლება.

ყველა ახალი ამბავი
0