თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ უკეთეს შედეგებს აჩვენებს, ვიდრე ერთვექტორიანი პრეპარატები, განაცხადა მეცნიერთა საექსპერტო საბჭოს წარმომადგენელმა კარლოს სალამ.
„ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებდა ადენოვირუსების სხვადასხვა ვექტორების გამოყენების სტრატეგია [ამ მეთოდის] დიდი ეფექტურობის ჰიპოთეზის გამო. და ეს წარმოჩინდა: იმავე პლატფორმაზე დამზადებულ ვაქცინებთან შედარებისას უკეთეს შედეგებს ვხედავთ“, — ციტირებს РИА Новости სალას სიტყვებს.
ექსპერტმა ამას ინოვაციური შედეგი უწოდა.
ვაქცინა „სპუტნიკ V“, რომელიც ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების საფუძველზეა დამზადებული, გასული წლის აგვისტოში დარეგისტრირდა რუსეთში, რითაც ის COVID-19–ის პროფილაქტიკის პირველი ვაქცინა გახდა მსოფლიოში. ვაქცინა გამალეის ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით. პრეპარატი ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს სამკვირიანი შუალედით.
მეორე რუსული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ — ეს ნოვოსიბირსკის ცენტრ „ვექტორში“ შექმნილი „ეპივაკკორონაა“.
გარდა ამისა, ამ დროისათვის კლინიკური გამოცდების ეტაპზეა ჩუმაკოვის ცენტრში შექმნილი „ცოცხალი“ ვაქცინაც. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო დოკუმენტები მისი რეგისტრაციისათვის.