საქართველოს კოვიდსტატისტიკა დაწესებულ შეზღუდვებს ამართლებს - ჯანდაცვის სამინისტრო

© photo: Sputnikეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა მომავალში შეძლებს უკეთ გააკონტროლოს ინფექციის გავრცელება.

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. ბოლო დღეებში გამოვლენილი ახალი ინფიცირებულების შესახებ მონაცემები მიუთითებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვების სისწორეზე. ამის შესახებ „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
„ბევრი ადამიანი დარჩება მშიერი“: საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები მოიცავს იმ მიზნობრივ კომპონენტებს, რომლებიც ინფექციის გავრცელებაზე მოქმედებენ.

მისი სიტყვებით, ჯანდაცვის სისტემა მომავალში შეძლებს, უკეთ გააკონტროლოს ინფექციის გავრცელება, ამჟამად კი შემდგომი ნაბიჯები იხილება.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ მხოლოდ ერთ კომპონენტს პანდემიაზე არ აქვს გავლენა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ როგორც ინფორმაციის სრულ ფლობას, ასევე შემდგომში დაგეგმილ იმ ღონისძიებებს, რომელსაც მთავრობა გეგმავს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 469 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი დღით ადრე ეს მაჩვენებელი იყო 1550, ორშაბათს კი - 110.

საქართველო იმედოვნებს, რომ კოვიდვაქცინის იმაზე მეტ დოზას მიიღებს, ვიდრე ელოდება – ტიკარაძე >>

უნდა აღინიშნოს, რომ იმ დღეებში, როდესაც საქართველოში ინფიცირების 469 და 110 შემთხვევა გამოვლინდა, გაკეთდა დაახლოებით ხუთი ათასი ტესტი, ხოლო ათას ხუთასი შემთხვევა გამოვლინდა 17 000 ტესტის ჩატარების დღეს.

შემცირდა ლეტალური შედეგების რაოდენობაც - დღეში 14 კაცამდე.

ყველა ახალი ამბავი
0