მომღერლები ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე ბავშვობის მეგობრები არიან. გოგონები დღემდე მეგობრობენ. თაკო ნინის მეჯვარეც იყო, როდესაც მომღერალი რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე დაქორწინდა.
View this post on Instagram
მას შემდეგ, რაც ნინიმ, ქრისტინემ და თაკომ ბორჯომში უქმეები გაატარეს, ნინიმ 19 იანვარს თაკოს უმცროსი ვაჟი ელია მონათლა.
ნინიმ ნათლობის ფოტოები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა, სადაც ეკლესიაში ნათლობის პროცესია ასახული. ელიას ცნობილი ნათლიები - მომღერალი ნინი ბადურაშვილი და დიზაინერი ანუკა ქებურია ჰყავს.
View this post on Instagram
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე მეორე შვილის დედა მაისში გახდა. მომღერალმა Instagram-ზე ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნა. თაკოს ორი შვილი - გოგონა გაბრიელა და ელია ჰყავს. მომღერალი სამი წლის წინ დაოჯახდა. მისი რჩული მუსიკოსი და კომპოზიტორი ბორის მილანოვია.