მადრიდში ძლიერი აფეთქება მოხდა: დანგრეულია შვიდსართულიანი სახლი - ვიდეო

© REUTERS / SUSANA VERAაფეთქება მადრიდში
აფეთქება მადრიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში მძლავრი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. მადრიდის ცენტრში თბილისის დროით 18:00 საათზე მძლავრი აფეთქება მოხდა.

კადრებზე, რომლებიც სოციალური ქსელებით ვრცელდება, ჩანს, რომ შვიდ სართულიანი შენობა პრაქტიკულად სრულად არის დანგრეული და ქუჩა ნანგრევებითაა მოფენილი.

​აფეთქების მიზეზი, წინასწარი ვერსიით, გაზის გაჟონვა გახდა.

შემთხვევის შედეგად, ამ დროის მონაცემებით ექვსი ადამიანია დაშავებული, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრეები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ყველა ახალი ამბავი
0