კორონავირუსის თანმდევი სინდრომი მოზარდებში: იაშვილის კლინიკაში 12 პაციენტი მკურნალობს

© AP Photo / Michael loccisanoკორონავირუსის პანდემია. ბავშვები პირბადეებით
კორონავირუსის პანდემია. ბავშვები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჩხაიძემ განაცხადა, მულტისისტემური ანთებითი სინდრომის პირველი შემთხვევა საქართველოში, იაშვილის კლინიკაში 2 ნოემბერს დაფიქსირდა.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ითვლება კორონავირუსის გართულებად, შეიძლება გამოვლინდეს დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდშიც, განაცხადა თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე.

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
განკურნების შემდეგ: COVID-19-მა ახალი საშიში შედეგები გამოავლინა

ჩხაიძის განცხადებით, მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, კორონავირუსისგან განსხვავებით, მიმდინარეობს მსუბუქად, არ ხასიათდება გართულებებით და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით.

„ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ. პირველად ამ სინდრომის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა მაისის თვეში, როდესაც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა რვა ბავშვთან კორონავირუსის გადატანის შემდეგ. მძიმე დაავადებაა, როდესაც დაავადების პროცესში ჩართული იყო რამდენიმე ორგანო და სისტემა. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ სინდრომს უწოდა ის სახელი, რომლითაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, ეს არის - მულტისისტემური ანთებითი სინდრომი“, - აღნიშნა ჩახაიძემ.

ჩხაიძის განცხადებით, სინდრომის განვითარების მექანიზმი საბოლოოდ დადგენილი არ არის, თუმცა ითვლება, რომ ეს კორონავირუსის ზემოქმედებით არის გამოწვეული. მისივე ინფორმაციით, ეს სინდრომი ყველა შემთხვევაში საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

„განსხვავებით კორონავირუსისგან, ეს სინდრომი ყოველთვის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში. ამ ბავშვების მართვა უნდა მოხდეს სტაციონარში და არა მხოლოდ სტაციონარში, არამედ მულტიპროფილურ სტაციონარში, ვინაიდან ამ ბავშვების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არამხოლოდ პედიატრი, არამედ ნევროლოგი იმიტომ, რომ აზიანებს ნერვულ სისტემასაც, ნეფროლოგი იმიტომ, რომ შესაძლოა, საშარდე სისტემა დაუზიანდეს, ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი და ა.შ“, - ამბობს ჩხაიძე.
ტედროს გებრეიესუსი - Sputnik საქართველო
უცნობი სინდრომი ბავშვებში: ჯანმო მსოფლიოს ექიმებს „კრიტიკულ აუცილებლობაზე“ აფრთხილებს

ჩხაიძის ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკის მიერ სინდრომის მართვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია და ჯანდაცვის სამინისტროს დღეს წარედგინა.

იაშვილის კლინიკაში მულტისისტემური ანთებითი სინდრომით სულ 12 პაციენტი მკურნალობს. ბოლო ორი დღის განმავლობაში კლინიკაში შვიდი ბავშვი მოთავსდა, საიდანაც ორი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

„ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია და საშუალო ასაკია 6-დან 11-წლამდე, ჩვენთან ყველაზე უფროსი პაციენტი 14 წლის არის, ყველაზე მცირე ასაკის 1 წლის. ლეტალური შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა, მაგრამ არის ასეთი ჩანაწერი, რომ ყველა გარდაცვალების შემთხვევა კორონავირუსით უნდა იყოს განხილული, როგორც მულტიორგანული ანთებითი სინდრომის შედეგი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.934 -ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0