რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: ბოლო ცნობები

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ავტომობილების რიგი ზამთარში
სატვირთო ავტომობილების რიგი ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გზებზე პრობლემები ინტენსიურმა თოვამ შექმნა. უახლოეს დღეებში გამოდარება მოსალოდნელი არ არის. გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვითარება საქართველოს გზებზე: დიდთოვლობა და საცობები მცხეთა-მთიანეთის გზებზე - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: დიდთოვლობა და „საცობები“ მცხეთა-მთიანეთის გზებზე

ასევე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ახალქალაქი–კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36,5 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მელე–ლასდილის მონაკვეთზეც (ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 125-157 კმ), ხოლო ამავე გზის ლენტეხი–მელეს მონაკვეთზე (89-125 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის 1-89 კმ (წყალტუბოს გადასახვევი–ლენტეხი) მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ტყე ზამთარში - Sputnik საქართველო
ყინვა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი: საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

რაც შეხება ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთს (თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158 კმ), მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ ეტაპზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვები გუშინ, საღამოს დაწესდა.

კვლავ დაკეტილია მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ცენტრალური ავტომაგისტრალის კობი–გუდაურის მონაკვეთზე.

გზის გასაწმენდად ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია, თუმცა სამუშაოების დაწყება ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება.

უახლოეს დღეებში უამინდობა შენარჩუნდება. 20 იანვრის ჩათვლით სინოპტიკოსები თოვლს, ქარბუქსა და ყინვას ვარაუდობენ.

ყველა ახალი ამბავი
0