ვითარება საქართველოს გზებზე: დიდთოვლობა და „საცობები“ მცხეთა-მთიანეთის გზებზე

გამოწერა
უამინდობის გამო შეზღუდვებია ქვეყნის საავტომობილო გზებზე. ამ დრომდე ჩაკეტილია გუდაური–კობის მონაკვეთი.

მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გზის გაწმენდის სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მეორე დღეა ყაზბეგიდან მოქალაქეების გადმოყვანა საბაგიროების მეშვეობით ხდება. გზებზე სატვირთო ავტომობილების კოლონის „საცობი“ დაახლოებით ფასანაურიდან იწყება. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მობილიზებულია ტექნიკა და მუშაობა ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0