უამინდობა საქართველოს გზებზე კვლავ პრობლემებს ქმნის

© photo: Sputnikსაქართველოს სამხედრო გზა
საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა შეიზღუდა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს საავტომობილო გზებზე

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. ინტენსიურმა თოვამ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გზის გაწმენდა ზუგდიდი-მესტიას გზაზე - Sputnik საქართველო
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-62-ე კმ. (ვერონა-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ნაქერალას უღელტეხილზეც (ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-60-ე კმ. ), ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.   

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0