რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

© The Roads Department of Georgiaგზის გაწმენდა ზუგდიდი-მესტიას გზაზე
გზის გაწმენდა ზუგდიდი-მესტიას გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე და ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის ნაწილის გადაადგილება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აიკრძალა. მოძრაობა აღდგა ხაიში–ლახამულას მონაკვეთზე.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ძლიერი ქარის, თოვლისა და ცუდი ხილვადობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე–ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 90-112 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო
ზვავსაშიშროების საფრთხე რჩება: დიდთოვლობის გამო სვანეთის გზებზე მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-60 კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე.

ნაქერალას უღელტეხილზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აგრეთვე მოძრაობა თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 70-100 კმ (ხაიში–ლახამულა) მონაკვეთზე, სადაც ქვის ცვენის და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 და 16 იანვარს მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0