https://sputnik-georgia.com/20210115/zvavsaSiSroeba-narCundeba-didTovlobis-gamo-svaneTis-gzebze-moZraoba-akrZalulia-250614219.html
ზვავსაშიშროების საფრთხე რჩება: დიდთოვლობის გამო სვანეთის გზებზე მოძრაობა აკრძალულია
ზვავსაშიშროების საფრთხე რჩება: დიდთოვლობის გამო სვანეთის გზებზე მოძრაობა აკრძალულია
Sputnik საქართველო
საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთებზე შეზღუდვების დაცვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ. 15.01.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-01-15T09:31+0400
2021-01-15T09:31+0400
2021-10-19T17:46+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24757/90/247579070_0:9:2522:1428_1920x0_80_0_0_c4c1e08b936e05727d10d0dbd2f51133.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24757/90/247579070_304:0:2219:1436_1920x0_80_0_0_e8faa29d80a14b9d80bd8d36610f5ad6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო
ზვავსაშიშროების საფრთხე რჩება: დიდთოვლობის გამო სვანეთის გზებზე მოძრაობა აკრძალულია
09:31 15.01.2021 (განახლებულია: 17:46 19.10.2021) საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთებზე შეზღუდვების დაცვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 70-100 კმ (ხაიში–ლახამულა) და 182-186 კმ (კალა–უშგული) მონაკვეთებზე.
გზის სახიფათო მონაკვეთებზე შეზღუდვების დაცვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 და 16 იანვარს მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს.