საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი - მსოფლიოში უძლიერესია

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშივარლამ ლიპარტელიანი
ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოჰაში „მასტერსის“ სერიის ტურნირის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები IJF-ს რეიტინგში კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა, ამას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) მონაცემები მოწმობს.

ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო
ძიუდო: გრიგალაშვილმა დოჰას „მასტერსზე“ პირველი ქართული ოქრო მოიპოვა

IJF-მა დოჰაში „მასტერსის“ სერიის ტურნირის შემდეგ შეადგინა ახალი რეიტინგი, სადაც ლიპარტელიანი 1800 სარეიტინგო ქულით ჩემპიონი გახდა. ამ შედეგის წყალობით ძიუდოისტმა გაისწრო პიტერ პალტჩიკს (ისრაელი) და ჟორჟე ფონსეკას (პორტუგალია).

შემდეგ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები IJF-ს რეიტინგში კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა. ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც „მასტერსი“ 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიგო, რეიტინგის ლიდერთა სამეულში პირველად მოხვდა. ქართველი ძიუდოისტი ერთბაშად ხუთი პოზიციით დაწინაურდა.

IJF-ს რეიტინგის მეორე ადგილზე აღმოჩნდა ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), რომელმაც დოჰაში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ქართველმა ძიუდოისტებმა დოჰაში გამართულ „მასტერსზე“ სულ ხუთი მედალი მოიპოვეს (ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო) და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0