საქართველოს პრეზიდენტი მომავალ კვირაში ბრიუსელს ეწვევა

© photo: Government of Georgia / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობასთან მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) - Sputnik საქართველო
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოში კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა

ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობასთან მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

საქართველომ უკვე განაცხადა, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობის მიღების მიზნით განაცხადის შეტანას გეგმავს, და პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამის დიდი ნაწილი ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმობა.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.

აგრეთვე დაგეგმილია ზურაბიშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

ყველა ახალი ამბავი
0