თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.177 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 496 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 15.205 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7.265, PCR-ტესტით – 7.940. დადებითი პასუხი ტესტების 7,7%-მა აჩვენა.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 187, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 105, კახეთი – 88, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 83, აჭარა – 52, გურია – 33, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 13.674 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.732 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.757, იმერეთში – 740, აჭარაში – 322.
777 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა (5,7%). ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 238 პირი. აქედან თბილისში – 161, იმერეთში – 29, აჭარაში – 9.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 648 ადამიანი. მათ შორის 325 – აჭარაში, 242 – თბილისში, 30 – იმერეთში.
ბინაზე 9.294 პირი მკურნალობს (აქტიური შემთხვევების 68%).
საკარანტინო სივრცეში იმყოფება 499 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 70, ხოლო იმერეთში – 7.
თვითიზოლაციაში იმყოფება 23.772 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13.102 პირი, იმერეთში – 2.756, აჭარაში – 2.264.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.177-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 245.789-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 229.196-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 26 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.893-ს მიაღწია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.