ესებუების საქმე გაიყო: ბიძინა ესებუას საქმე ცალკე წარმოებაშია

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიკანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლიკა
კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლიკა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისი,  14 იანვარი – Sputnik. „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმე მისი ძმის ბიძინა ესებუას საქმეს გამოეყო და ახლა ცალკე წარმოებაშია, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ზუგდიდიდან.

ზუგდიდის სასამართლო - Sputnik საქართველო
ბადრი ესებუას ძმას პატიმრობა შეეფარდა

აღნიშნულის თაობაზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა და განმარტა, რომ მათთვის ერთი თვე საკმარისი არ იყო მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

როგორც უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაც მოხდა, თუმცა მოსამართლე ნატრული აკობიამ ორივე ძმა პატიმრობაში დატოვა.

ჯანაშიას თქმით, შესაძლოა უახლოეს მომავალში გამოძიებამ დაკავებების სერია განაახლოს და ამით ზეწოლა მოახდინოს ბრალდებულ ბადრი ესებუაზე, რადგან ის კვლავ მიმალვაშია.

ბადრი ესებუას გამოძიება ტერორიზმს ედავება, ხოლო ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0