ძიუდო: ლიპარტელიანი დოჰას „მასტერსის“ გამარჯვებულია

© courtesy of Georgian Judo Federationვარლამ ლიპარტელიანი
ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოჰას „მასტერსის“ მესამე საჭიდაო დღე ქართველებისთვის ნაყოფიერი გამოდგა. დღეს მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ძიუდოში დოჰას „მასტერსის“ მესამე, ბოლო საჭიდაო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს.

ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს მეორე ოქრო მოუპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა „მასტერსის“ ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმხან კოცოევი დაამარცხა და კატარში საქართველოს ჰიმნი მეორედ ააჟღერა. ვარლამმა შეხვედრის პირველივე წუთზე შეძლო ქულის აღება და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალში დამარცხდა ბექა ღვინიაშვილი. ქართველმა ძიუდოისტმა ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდს ვერაფერი დაუპირისპირა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო
ძიუდო: გრიგალაშვილმა დოჰას „მასტერსზე“ პირველი ქართული ოქრო მოიპოვა

ლაშა ბექაურმა, რომელიც ასევე 90 კგ წონით კატეგორიაში ირჯებოდა, შეძლო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თურქი სპორტსმენი მიჰაელ ზგანკი დაამარცხა. ბექაურმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო, რის შედეგადაც მეტოქემ მსაჯისგან შიდო (გაფრთხილება) სამჯერ ზედიზედ მიიღო, რაც ძიუდოში ავტომატურად მარცხს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ თურქი სპორტსმენი ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმაც დაამარცხა.

გუშინ საქართველოს პირველი ოქრო ტატო გრიგალაშვილმა (–81) მოუტანა. ფინალამდე ოთხი მოწინააღმდეგე დაამარცხა. მან უნგრელ ატილა უნგვარის, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს, რუს ალან ხუბეცოვსა და სამხრეთკორეელ სინჰო ლიის აჯობა, ფინალში კი ჰოლანდიელ ძიუდოისტს ბოლო წუთზე ვაზარი აუღო, ხოლო შემდეგ შეხვედრა იპონით დაასრულა.

ტურნირის მეორე დღეს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა. განსხვავებით გრიგალაშვილისგან, ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) და ლუკა მაისურაძემ (-81 კგ) პირველივე შეხვედრები წააგეს.

ლუხუმ ჩხვიმიანი - Sputnik საქართველო
ორი ქართველი სპორტსმენი 2020 წლის საუკეთესო ძიუდოისტების სიაში მოხვდა

მასტერსის პირველ საჭიდაო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა არცთუ წარმატებულად იასპარეზეს. გამორჩეული იყო ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც 66 კგ წონით კატეგორიაში შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება. რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილსა და თემურ ნოზაძეს, რომლებიც 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ, ისინი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ და მედლის მოპოვება ვერ შეძლეს.

წარუმატებელი გამოდგა ქართველ ქალ ძიუდოისტთა გამოსვლაც. ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ისრაელის ნაკრების ძიუდოისტებთან წააგეს.

ამგვარად ქართველმა ძიუდოისტმა დოჰას „მასტერსის“ ტურნირზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

2021 წლის მორიგი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში თებერვლის დასაწყისში თელ-ავივში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0