თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ლისაბონი 2021 წლის ევროპის სპორტის დედაქალაქად დასახელდა, წერს სააგენტო РИА Новости.
ესპანური ქალაქი მალაგა, რომელიც აღნიშნული ტიტულის მფლობელი 2020 წელს იყო, მას 2021 წლის ივლისამდე შეინარჩულებს, რათა ჩაატაროს იმ ღონისძიებების ნაწილი, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
ლისაბონში აქცენტის გაკეთებას სპორტის ქუჩის სახეობებზე გეგმავენ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელი იქნება შეზღუდვების გათვალისწინება – სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება და ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობის შეზღუდვა.
ევროპის სპორტული დედაქალაქის ტიტული ევროპის დედაქალაქების და ქალაქების სპორტის ფედერაციიის (ACES Europe) მიერ 2001 წლიდან გაიცემა. ACES Europe ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ანიჭებს „ევროპის სპორტის დედაქალაქის“, „ევროპის სპორტის ქალაქის“, „ევროპის სპორტის თემისა“ და „ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსს.