ბათუმი საქართველოს პირველი სპორტული ქალაქი გახდება

© Sputnik / Seyran Baroyan The Great Batumi Night Race მარათონი
 The Great Batumi Night Race მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის სპორტულმა პოლიტიკამ და ინფრასტრუქტურამ მისი სპორტის ევროპული ქალაქის სტატუსი განაპირობა

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ბათუმს სპორტის ქალაქის ტიტული ბრიუსელში საპატიო ცერემონიაზე მიენიჭება, იუწყება აჭარის ტელევიზია.

დაჯილდოების ცერემონია 4 დეკემბერს 22:00 საათზე გაიმართება. სპორტული ქალაქის ტიტულს და დროშას ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ევროპის დედაქალაქების და ქალაქების სპორტის ფედერაციის (ACES Europe) პრეზიდენტი კან ფრანჩესკო ლუპატელი გადასცემს.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
„ბათუმში ყველაფერი არის ტურიზმისთვის“: აჭარას აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ესტუმრნენ

ბათუმი - პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ორგანიზაციაში განაცხადი შეიტანა. სპეციალურმა კომისიამ საქართველო ივლისში მოინახულა, დაათვალიერა სპორტული ობიექტები და არსებული ვითარება ადგილზე შეაფასა.

მოხსენების თანახმად, რომელიც ACES Europe-მ მოამზადა, ბათუმი წარმოადგენს კარგ მაგალითს სპორტის, განათლებისა და ჯანდაცვისთვის. ქალაქს აქვს შესანიშნავი სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები.

სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ეს ფაქტი ამტკიცებს იმას, რომ საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სპორტულ ქვეყნად მიიჩნევა. გარდა ამისა, მინიჭებული სტატუსი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. სპორტის განვითარება საქართველოში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა.

ქართული ჭიდაობა იუნესკოს ნუსხაში შევიდა >>

ACES Europe ყოველწლიურად ანიჭებს ევროპის ქალაქებს „ევროპის სპორტის დედაქალაქის“, „ევროპის სპორტის ქალაქის“ და „ევროპის მცირე სპორტის ქალაქის“ სტატუსს.

რაც შეეხება „ევროპის სპორტის დედაქალაქს“, ეს სტატუსი 2019 წელს ბუდაპეშტს ექნება.

ყველა ახალი ამბავი
0