როდის შემოვა საქართველოში კოვიდ-ვაქცინა: სახელდება სავარაუდო თარიღი

© photo: Sputnik / Ilya Pitaliov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ
ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაქცინის მიღების პროცესში  საქართველოს ჯანმოს გენერალური მდივანი, ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორი და ასევე ვაქცინის მწარმოებელი ქვეყნების ელჩები უწევენ დახმარებას

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. მთავარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იყოს მაღალი ხარისხის და შემოვიდეს ადრე, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ჩინური თუ ბრიტანული: რომელ ვაქცინას აირჩევს საქართველო - ცერცვაძის განმარტება

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველო ერთდროულად მუშაობს რამდენიმე პრეპარატის შემოტანაზე.

„ფაიზერი“, „მოდერნა“, ოქსფორდისა და ჩინური ვაქცინები და ა.შ. ყველა მიმართულებით მიდის მუშაობა და მოლაპარაკებები. მთავარი მომენტი ის არის, რომ იყოს მაღალი ხარისხის ვაქცინა და შემოვიდეს ადრე. იმიტომ რომ ოფიციალური არხებით კოვაქსპლატფორმის რიგი გვიან მოუწევს საქართველოს და ამდენი ხანი არ გვინდა დაცდა. პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ მწარმოებელ ქვეყნებთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც მან განმარტა, საქართველოს ვაქცინის მიღების პროცესში  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორი ეხმარებიან. პროცესში ასევე ჩართულები არიან ვაქცინის მწარმოებელი ქვეყნების ელჩები.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: ახლო მომავალში კორონავირუსის მესამე ტალღის აგორება უსაფუძვლო არ არის

ამასთან, როგორ ცერცვაძემ აღნიშნა, დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ან ჩინური ვაქცინა შემოვა, ვინაიდან ეს ვაქცინები „არ საჭიროებენ შენახვას სპეციალური რეჟიმით“,  ინახება ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, რის გამოც მათი ტრანსპორტირება და მოხმარება გაცილებით იოლია. გარდა ამისა, „მათ საიმედოობისა და დაცვის ისეთივე პროცენტი უჩვენეს (დაახლოებით 95 პროცენტამდე), როგორც „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი იმედოვნებს, რომ ვაქცინა საქართველოში ერთ თვეში შემოვა.

  • „არავინ იცის, ზუსტად როდის შემოვა, მაგრამ ჩემი ვარაუდით, იმდენად სერიოზული არხებია ჩართული ამ მოლაპარაკებებში, რომ ვფიქრობ, ერთ თვეში შემოვა“, – აღნიშნა  ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, გასული წლის 26 თებერვლიდან დღემდე, როდესაც COVID-19–ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 239.229–ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 2 773 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0