გამყრელიძე: ახლო მომავალში კორონავირუსის მესამე ტალღის აგორება უსაფუძვლო არ არის

© photo: Government of Georgia / FBამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაციის ელემენტები შეინიშნება, თუმცა ეპიდემიოლოგები მომდევნო თვებში მესამე ტალღას არ გამორიცხავენ

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის კლება დადებითი ფაქტია, თუმცა დღეში 1500-მდე შემთხვევა საქართველოსთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი შესაძლოა ამ კვირაში გადაწყდეს: გამყრელიძის განმარტება

ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში მესამე ტალღამ იჩინოს თავი.

„ძალიან მშვიდად არ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჯერჯერობით პანდემია ვითარდება და ფართოვდება. ამიტომ ის, რომ მესამე ტალღას პროგნოზირებენ, არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან წინ არის თებერვალი, მარტი, აპრილი“, — განაცხადა მან,

გამყრელიძის განცხადებით, ყოველდღიური შემთხვევები აღარ არის 5-6 ათასი, მაგრამ „ათასი და ათასხუთასიც კი საქართველოსთვის ძალიან ბევრია“. შესაბამისად, ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაცია არ იძლევა მოდუნებისა და შეზღუდვების საგრძნობლად შემსუბუქების საფუძველს.

  • „მობილიზაცია არ გვაძლევს საფუძველს, რომ მოვეშვათ და გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ ისე, რომ არ დავიცვათ ძალიან მკაცრად ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა“, — აღნიშნა მან.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები.

ბოლო მონაცემებით, 26 თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც COVID-19–ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 239.229–ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 2 773 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0