ტყის ხანძრები საქართველოში: ექვსიდან ხუთი კერა ჩამქრალია

© Sputnik / STRINGERხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დარჩენილია ხანძრის ერთი აქტიური კერა, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია. გრძელდება ცეცხლის ქრობის პროცესი, ხოლო უკვე ლიკვიდირებულ კერებს მეხანძრე–მაშველები გააკონტროლებენ.

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე–მაშველებმა დღეს ხანძრის ექვსი აქტიური კერიდან ხუთის ლიკვიდაცია მოახერხეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ქვეყანაში ახალი წლიდან მოყოლებული მეხანძრეები ყოველდღიურად ებრძვიან ცეცხლს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრები ლიკვიდირებულია იმერეთში - საჩხერის რაიონის სოფელ ვაკისაში; შიდა ქართლში - რკონის ხეობაში; სამეგრელოში - მარტვილის რაიონის სოფელ ბალდაში და წალენჯიხის რაიონის სოფელ სქურში.

ხანძართან ბრძოლა - Sputnik საქართველო
ტყის ხანძრები საქართველოში: არსებული ექვსი კერიდან მეხანძრეებმა სამის ლოკალიზება მოახერხეს

ერთი კერაა დარჩენილი სოფელ დობერაზენში, სადაც ხანძარი ლოკალიზებულია, აღნიშნავენ უწყებაში.

ასევე, დღის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა გურიაში, სოფელ მამათში, სადაც იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.

ყველა ლიკვიდირებულ კერებზე უსაფრთხოების მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ტერიტორიებს გააკონტროლებენ.

ერთ დღე-ღამეში საქართველოში 100 ხანძარი ჩააქრეს>>

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

ყველა ახალი ამბავი
0