ერთ დღე-ღამეში საქართველოში 100 ხანძარი ჩააქრეს

© photo: Sputnikხანძრის ქრობა
ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმეტეს შემთხვევებში ეკალბარდები და მინდვრები, ასევე ტყის ქვედა საფარი იწვოდა. სამაშველო სამუშაოების შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში მეხანძრეებმა ტყეებსა და მინდვრებში 100 ხანძარი ჩააქრეს, ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

სადღეღამისო რეჟიმში 500-ზე მეტმა მეხანძრემ აქტიური 105 ხანძრიდან სრულად 100 ხანძრის ჩაქრობა მოახერხა. ცეცხლის ხუთი კერის ლიკვიდაციისთვის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

ტყის ხანძრები დასავლეთ საქართველოში: სამი კერა წალენჯიხის რაიონში - Sputnik საქართველო
ტყის ხანძრები დასავლეთ საქართველოში: სამი კერა წალენჯიხის რაიონში

უწყების ცნობით, ამ დროისათვის სამეგრელოში ცეცხლის 77-დან 74 კერაა ლიკვიდირებული, სამგან ლიკვიდაციის სამუშაოები გრძელდება.

რაჭაში ლიკვიდირებულია ორიდან ერთი კერა, მეორეზე ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აჭარაში ერთ კერაზე ცეცხლის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს, იმერეთში ჩამქრალია 18-ვე ხანძარი, ასევე ლიკვიდირებულია შვიდი ხანძრის კერა გურიაში.

„კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალბარდებს და მინდორს. ასევე დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისათვის აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ონის რაიონში ხანძარია>>

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ლოკაციაზე ხანძრის მინდვრიდან საცხოვრებელ სახლზე ან ტყის მასივზე გადადების საშიშროება იყო, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს.

ყველა ახალი ამბავი
0