თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ქუთაისში ახალ წელს უმისამართოდ გასროლილმა ტყვიამ 84 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ახალი წლის ღამეს გელათის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, დალი ქაშმაძე აივანზე იდგა და სწორედ ამ დროს მოხვდა მას ახალი წლის აღსანიშნავად ნასროლი ტყია. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის გუშინ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.