ჩაუტარდება თუ არა კორონავირუსზე ტესტი კათოლიკოს-პატრიარქს - საპატრიარქოს განმარტება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის კორონავირუსზე შესაძლო ტესტირებაზე საუბარი მასმედიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც  კოვიდინფექცია მის მდივან-რეფერენტს დაუდასტურდა

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტირება არ ჩაუტარდება, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრუაშვილს ამ დღეებში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით პატრიარქთან ჰქონდა შეხვედრა.

დღეს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები საპატრიარქოში მივიდნენ და თანამშრომლებს კორონავირუსზე PCR ტესტირება დაიწყეს.

„აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ. რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, თავს კარგად გრძნობს შორენა თეთრუაშვილიც. მასთან დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრუაშვილს 3 იანვარს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტთან, მეუფე ანტონთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც 4 იანვარს კორონავირუსი დაუდგინდა.

ილია მეორეს, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 058-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 238 086-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0