საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება, შესაძლოა, ჩაუტარდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესაც.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორეს, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა PCR–ტესტირება, რომლის შედეგადაც დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია", – აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ტელეკომპანია Imedi-ს ცნობით, თეთრუაშვილს ამ დღეებში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით პატრიარქთან ჰქონდა შეხვედრა.

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრუაშვილს 3 იანვარს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტთან, მეუფე ანტონთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც 4 იანვარს კორონავირუსი დაუდგინდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 537-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 236.028-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0