https://sputnik-georgia.com/20210109/koronaviruss-kidev-erTi-eqimi-emsxverpla-250571515.html
კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა
კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა
Sputnik საქართველო
ექიმმა, რომელიც გორის ერთ–ერთ კლინიკაში მუშაობდა, კორონავირუსი დაამარცხა, თუმცა მისგან გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 09.01.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-01-09T16:55+0400
2021-01-09T16:55+0400
2023-08-17T18:09+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0e/250041397_0:0:3073:1739_1920x0_80_0_0_26c11e37439fb0494f1b930b79524562.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0e/250041397_0:0:3073:1931_1920x0_80_0_0_ecdb944d269e97fd3a0da48ae72f4762.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა
16:55 09.01.2021 (განახლებულია: 18:09 17.08.2023) ექიმმა, რომელიც გორის ერთ–ერთ კლინიკაში მუშაობდა, კორონავირუსი დაამარცხა, თუმცა მისგან გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის გართულების შედეგად კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა – გორის ერთ–ერთი კლინიკის ექიმი, იუწყება „რუსთავი2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ექიმს კორონავირუსი ჰქონდა, რომელიც დაამარცხა, თუმცა ვირუსმა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეურყია და ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.
პირველი არხის ინფორმაციით, ექიმი კლინიკა „გორმედში“ წლების განმავლობაში მუშაობდა. პანდემიასთან ბრძოლაში ის პირველივე დღეებიდან იყო ჩართული.
ბოლო მონაცემებით, 26 თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც COVID-19–ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 238 086–ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 2 750 ადამიანი.