მარნეულში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა

© Sputnik / Olga Kiknavelidze Aversi-ს კლინიკა
 Aversi-ს კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ კლინიკაში მეორედ მორიგეობდა. გარდაცვლილი საავადმყოფოს საპირფარეშოში იპოვეს.

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. მარნეულში „ავერსის“ კლინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ექიმის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება.

არსებული ინფორმაციით, მას კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი. გარდაცვლილი საავადმყოფოს საპირფარეშოში იპოვეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ მას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ მეორე მორიგეობა ჰქონდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0